1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისთვის, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ყოლას საჭიროებს, პასუხისმგებელია მისი კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.
3.თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ყოლას საჭიროებს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა მის კანონიერ წარმომადგენელზე გაიცემა.
4.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს წერილობით განემარტება მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები და თავშესაფრის პროცედურა. ამასთანავე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უნდა განემარტოს, რომ არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების უგულებელყოფით ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება.
5.უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს აცნობოს თავისი მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საცხოვრებელი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ მიუთითებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას, იგი ვალდებულია ეს ინფორმაცია წარადგინოს ანკეტირებისას. საწინააღმდეგო შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება.
6.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას ხდება უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ფოტოსურათის გადაღება. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ფოტოსურათი მონაცემთა ბაზაში ინახება. უფლებამოსილი თანამდებობის პირი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის მიზნებისთვის იღებს 14 წლის ან 14 წელზე მეტი ასაკის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს.
7.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული მონაცემები მონაცემთა ბაზაში ინახება. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებისა და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი დგინდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.
8.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ეცნობება ანკეტირების ჩატარების თარიღი. ანკეტირებაზე პირველად დაბარების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მისი განმეორებით დაბარება ხდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საკონტაქტო ინფორმაცია უცნობია.
9.უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირების ჩატარების მიზანია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის განსაზღვრა და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვებისა და ამ ქვეყანაში დაბრუნების შეუძლებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საჭიროება.
10.ამ კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის განსაზღვრის მიზნით ანკეტირება ტარდება ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან ინდივიდუალურად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. გამონაკლის შემთხვევაში ანკეტირება შეიძლება ჩატარდეს ოჯახის არასრულწლოვან წევრთან, თუ იკვეთება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, არასრულწლოვანზე ორიენტირებული ქმედება.
11.შესაბამისი მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად ანკეტირება ტარდება წერილობით და ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობით. ანკეტირების ოქმი და აუდიოჩანაწერი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის პირად საქმეში ინახება. ანკეტირების აუდიოჩაწერის განხორციელების შესახებ მისი განხორციელების დაწყებისთანავე ეცნობება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.