ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას
თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მეუღლე ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პარტნიორი, ამ პირთა არასრულწლოვანი შვილები რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან და წარმოშობის ქვეყნის სამართლის საფუძველზე შვილად აყვანილი არასრულწლოვნები, დედა, მამა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი, განსაზღვრული წარმოშობის ქვეყნის სამართლით ან წარმოშობის ქვეყანაში არსებული პრაქტიკით, აგრეთვე განმცხადებლის ან მისი მეუღლის მშობელი და დასაოჯახებელი სრულწლოვანი შვილი, რომლებიც მასზე არიან დამოკიდებული, ან მხარდაჭერის მიმღები პირი (პირები)
რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან მუდმივად მცხოვრები პირი
საქართველოს მოქალაქის ან უცხოელის მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი, საქართველოს მოქალაქის ან უცხოელის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი