საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტების დადგენის ვალდებულება თანაბრად ნაწილდება უფლებამოსილ თანამდებობის პირსა და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს შორის, კერძოდ: ა) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია შეძლებისდაგვარად მცირე ვადაში წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და მტკიცებულება და მათი შეფასების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ასევე ვალდებულია სარწმუნოდ განმარტოს შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან არარსებობის მიზეზი; ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით შესაბამისი შეკითხვების დასმით ხელი შეუწყოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი ინფორმაციისა და მტკიცებულებების სრულყოფილად წარდგენაში, აგრეთვე უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან თანამშრომლობით ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ყველა არსებითი ფაქტი.
Статья 36. მტკიცების ტვირთი
Редакция №2 Сверено с действующей редакцией · 25 июн. 2026 г.
