1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საერთაშორისო დაცვის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თავშესაფრის მაძიებელი/საერთაშორისო დაცვის მქონე პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით და ეკისრება ამავე კანონით განსაზღვრული მოვალეობები.
3.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. [ 3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელზე უარის თქმის, სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის ან განუხილველად დატოვების, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის. ამ ვადის დარღვევით აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.