დამსაქმებელს უფლება არა აქვს, შეზღუდოს დასაქმებულის უფლება, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს კანდიდატად, გახდეს საკრებულოს წევრი, მერი. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს შეთანხმებას აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის უფლების შეზღუდვის შესახებ, ბათილია. აკრძალულია ზემოაღნიშნული საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა და სხვაგვარი დისკრიმინაცია. თავი XX. თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულოების მუხლი144. – საკრებულოს შემადგენლობა 1. თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებიდან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისგან.

