„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები (განაწილების ლიცენზიატის გარდა) უფლებამოსილნი არიან შეწყვიტონ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება ელექტროენერგიის სხვა პირისგან შესყიდვის მიზნით, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ელექტროენერგიის მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შესაბამისი მხარის (მხარეების) ერთი თვით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ.
2.ელექტროენერგიის გამყიდველი ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი მხარის მიერ მოთხოვნის მიღებისთანავე ვალდებულია განსაზღვროს მისი მომსახურების შეწყვეტის თარიღი (განაწილების ლიცენზიატთან შეთანხმებით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ხელშეკრულების დანარჩენ მხარეებს, ასევე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს.
3.ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა ან/და მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს გაწეული მომსახურების ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდისაგან.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.