სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი.
2.წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი ასახავს ამ წესებითა და შესაბამისი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებელთა წყალმომარაგების შესახებ წერილობით, ზეპირ და ტელეფონით განცხადებაზე რეაგირებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციას.
3.წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიან რეესტრში ინფორმაცია შეიტანება მიმწოდებელის მიერ შესაბამის ჟურნალში სათანადო ჩანაწერების საფუძველზე. მიმწოდებელისათვის სავალდებულოა ოპერატიული მართვის ცენტრებში, მის კუთვნილ სადგურებსა და ქვესადგურებში, ასევე მომსახურების ცენტრებში შესაბამისი ჟურნალების წარმოება. მიმწოდებელი უფლებამოსილია ასევე აწარმოოს აღნიშნული ჟურნალები ელექტრონული ფორმით (ამასთან, კომისიის მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია შეიძლება ითვალისწინებდეს ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ამა თუ იმ სახის ჩანაწერის ან/და ჟუნალის ელექტრონული ფორმით წარმოების შესახებ).
4.ამ მუხლში მოცემული ჟურნალები (გარდა ელექტრონული ფორმით წარმოებული ჟურნალებისა) უნდა იყოს სათანადოდ აკინძული და დამოწმებული მიმწოდებლის მიერ.
5.მიმწოდებელი ვალდებულია, ჟურნალში ჩანაწერს მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი ჟურნალის და ამ ჟურნალში ჩანაწერის რიგითობის განსაზღვრა და მოვლენის იდენტიფიცირება.
6.ჟურნალში, სადაც აისახება მომხმარებლის (ან მომხმარებელთა ჯგუფისათვის) წყალმომარაგებასთან დაკავშირებული მონაცემები, შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის შესახებ (კონკრეტული სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან მონაკვეთის მითითებით); ბ) სასმელი წყლით მომარაგების ნორმალურად მომარაგების აღდგენის თარიღი; გ) წყალმომარაგებისას ავარიის ან/და დაზიანებისა და მისი ლიკვიდაციის შესახებ; დ) სასმელი წყლის გაუფრთხილებელი (არაგეგმური) და გეგმური შეწყვეტის და პერიოდის შესახებ; ე) დაწნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრისას (ცვალებადობისას) სასმელი წყლით მომარაგების ტექნიკური მონაცემების შესახებ, კერძოდ , საკონტროლო კვანძებში დაწნევის მნიშვნელობების დადგენილი ინტერვალების ცვალებადობის შესახებ; ვ) სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის ან დაწნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) გამომწვევი მიზეზის ან გარემოების და ხანგრძლივობის შესახებ; ზ) წყალარინების შესახებ, რომელიც მოიცავს წყალარინების ქსელის ფუნქციონირების შეწყვეტის, დაზიანების და აღდგენის შესახებ ინფორმაციას; თ) წყალარინების სისტემიდან ჩამდინარე სითხის გაწმენდის სამუშაოების და წყალსატევში ჩამდინარე სითხის საქართველოში მოქმედი სტანდარტების ა და ტექნიკურ რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
7.წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ ჟურნალში ჩანაწერის საფუძველია როგორც შესაბამისი ავტომატური ხელსაწყოს მაჩვენებლები, ასევე დანადგარების რეაგირება, ასევე ამა თუ იმ პირის მიერ ზეპირი შეტყობინება (მათ შორის, სატელეფონო შეტყობინება).
8.სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) პერიოდის განსაზღვრისას დროის ათვლა უნდა დაიწყოს შესაბამისი ავტომატური დანადგარების მაჩვენებლების, ასევე დანადგარების რეაგირების ან/და ამ ფაქტის შესახებ ზეპირი (მათ შორის , სატელეფონო) შეტყობინებიდან.
9.შესაბამის ჟურნალში ინფორმაციის შეტანის საფუძველს ასევე წარმოადგენს მომხმარებლის წერილობითი, სატელეფონო ან ზეპირი განცხადება. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლის განცხადებას მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ჟურნალში ჩანაწერის რიგითობის განსაზღვრა. განცხადების საიდენტიფიკაციო ნომერი განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, განცხადების მიღებისთანავე.
10.მიმწოდებელმა მომხმარებელთა განცხადებები უნდა დაყოს კატეგორიებად, განცხადებაში მოცემული საკითხის მიხედვით.
11.ჟურნალში, სადაც რეგისტრირდება მომხმარებლის (ან მომხმარებელთა ჯგუფის) განცხადებები უნდა აღინიშნოს (შეიტანება) შემდეგ ი ინფორმაცია: ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; ბ) განცხადების რეგისტრაციის ნომერი; გ) განცხადების მოკლე შინაარსი (მინიჭებული კატეგორიის შესაბამისად); დ) განცხადებაზე რეაგირების თარიღი; ე) რეაგირების ფორმა; ვ) თუ განცხადებაზე მოხდა წერილობითი რეაგირება, წერილის გაგზავნის თარიღი და ნომერი; ზ) შედეგი – მოხდა თუ არა განაცხადის (მოთხოვნის) დაკმაყოფილება.
12.აღნიშნულ ჟურნალებში დაფიქსირებული მონაცემები, ყოველი კალენდარული თვის დამთავრებიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა აისახოს წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიან რეესტრში, ისე რომ ჩანაწერის მიხედვით შესაძლებელი იყოს შესაბამისი ჟურნალისა და ამ ჩანაწერის რიგითობის განსაზღვრა.
13.მიმწოდებელი ვალდებულია, არანაკლებ სამი წლის განმავლობაში შეინახოს ყველა ის ჟურნალი, რომელშიც ჩანაწერის საფუძველზე ხდება წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიან რეესტრში მონაცემების ასახვა.
14.წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიან რეესტრში დაფიქსირებული მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
Изменения, которые прошла эта статья
Replaces the existing unified registry requirement with a mandate to maintain records through ongoing process control programs/journals, identifiable by unique codes.
акт об изменении №3383354Amendment of point 2 to include information on responding to applications (written, electronic, verbal, phone) and assigning identification numbers. Amendment of point 9 to state that the journal can also be populated with written, electronic, telephone or verbal requests.
акт об изменении №1618852Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.