სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Статья 12. დავის განხილვა
1. დაუშვებელია ამ წესების შეუსაბამო მოთხოვნის წაყენება. ასევე დაუშვებელია მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით) , ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
2. კომისიის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია, კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე, ან/და მის საფუძველზე მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით სასმელი წყლით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში სასმელი წყლის მიწოდება აღდგება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.
