სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.თუ გეგმური სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება გამოიწვევს მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტას, მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისა და მისი ხანგრძლივობის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე მაინც (აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია მომხმარებლისთვის მიწოდებულ იქნეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით) – მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, უნდა მოხდეს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
2.თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს სასმელი წყლის მრიცხველთან, მას უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება. მომხმარებლის მიერ მიმწოდებელის წარმომადგენლის სასმელი წყლის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.
3.მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებელის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.
4.მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
5.მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და მიმწოდებელის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ მიმწოდებელის მოქმედების არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
6.თუ სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას, ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში, და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება მიმწოდებელის წარმომადგენლისათვის, მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული სასმელი წყლის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისიწინებულია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში.
Изменения, которые прошла эта статья
The amendment details notification requirements for both planned and unplanned water outages, particularly when complex repairs are involved. It emphasizes timely communication of outage causes and estimated restoration times.
акт об изменении №3754255Requires water suppliers to notify customers of planned maintenance via text message at least 5-1 calendar days in advance. A broader notification method is required for outages affecting >2% or >=100 customers.
акт об изменении №3383354If a customer intentionally prevents access to the water meter twice within one month, the supplier can suspend service or bill based on average consumption.
акт об изменении №1022252Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.