სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Статья 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია
1. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) წყალმომარაგების ტარიფის და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ; გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ (აღნიშნული ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ მოცემული აბონენტისთვის); დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ; ე) სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისა და დაწნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) და ამ წესებით გათვალისწინებული ჟურნალის სხვა ჩანაწერები; ვ) წყალსატევებში წყალარინების ქსელიდან ჩამდინარე სითხის გამწმენდი სამუშაოებისა და გაწმენდილი სითხის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკურ რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.
2. სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადოს) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა) – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
