1.საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
1.საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
3.მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად).
4.საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს ქვითრის წარდგენიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
5.ქვითარში უნდა მიეთითოს: ა) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენება (ჩვენების აღების თარიღების მითითებით); ბ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური (სამომხმარებლო ტარიფი ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი) ერთ კუბურ მეტრზე; გ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა კუბურ მეტრებში და ღირებულება; დ) მომხმარებელზე დარიცხული თანხა მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით; ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია; ვ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა; ზ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა; თ) ბეჭდური ფორმის ქვითარში, ასევე მოცემული უნდა იყოს: თ.ა) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებები, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე; თ.ბ) მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერი; თ.გ) ქვითრის მეორე მხარეს დამატებით უნდა აისახოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია.
6.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საცალო მომხმარებლისთვის დარიცხული საფასურის გადახდის ისეთი პირობის შეთავაზება, რომლის შედეგადაც მომხმარებელს საფასურის გადახდისას არ დაეკისრება რაიმე სახის დამატებითი საფასურის გადახდის ვალდებულება.
7.ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მისცეს მითითება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ.
8.ამ წესების მიზნებისთვის საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შეტყობინებად არ ჩაითვლება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის თარიღის განსაზღვრა ამ მუხლში მოცემული ქვითრით. შეტყობინება შეიძლება გაკეთდეს ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლისთანავე.
9.საცალო მომხმარებლისთვის მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდის ქვითრის მიწოდება და ამ ქვითარში მითითებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვადა არ ჩაითვლება არსებული დავალიანების გადახდისა და მომარაგების შეწყვეტის გადავადებად.
10.ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, შეძლებისდაგვარად, ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
11.საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
12.დავალიანების გადაუხდელობის გამო საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს.
13.საცალო მომხმარებელმა ქვითარზე ასახული გადასახდელი უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის მეშვეობით. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ადგილი და მისამართი.
14.მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში. მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთან ფინანსური ანგარიშსწორება დაუშვებელია ამ წესებით გათვალისწინებული ქვითრის გარეშე.
15.მიმწოდებელი ახორციელებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვასა და ამოღებას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვისა და ქვითრის მომხმარებლისთვის მიწოდების უფლება აქვს მხოლოდ მიმწოდებელს.
16.ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
17.დაუშვებელია საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა.
18.საცალო მომხმარებელს, მისი სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს, წინასწარ გადაიხადოს ბუნებრივი გაზის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა ანაზღაურდეს.
19.დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცინზიატის მიერ ერთი საცალო მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.
Нет текстовых изменений
Изменения, которые прошла эта статья
Prohibits deposit requirements for administrative/state entities with state-owned property.
акт об изменении №6048451Adds provisions allowing the distribution licensee to terminate installment agreements if monthly payments are not made fully or on time, with a prior notification requirement.
акт об изменении №6230130The amendment clarifies that bills should be delivered to retail consumers at the same time whenever possible and states non-receipt of a bill does not waive payment obligation.
акт об изменении №5290161Details specific information required on natural gas bills (meter readings, rates, amounts due, compensation, etc.) and adds requirements for payment location details and hotline numbers.
акт об изменении №4303960The amendment modifies rules regarding gas supply disconnection due to non-payment, prohibiting disconnections during evenings, weekends, public holidays, and the day before a public holiday.
акт об изменении №3754243Payment deadline notices must be sent at least 2 calendar days before the due date, and reconnection after disconnection requires proof of payment or a payment plan.
акт об изменении №3383299The amendment references Article 10 in the legal basis for the changes but does not directly alter its text; it serves as a foundational reference point.
акт об изменении №3258180Prohibits applying a collective temperature correction coefficient for groups of consumers unless explicitly permitted by the Commission, defining the duration of any such exception.
акт об изменении №1368710Prohibits collective temperature correction coefficients in billing calculations.
акт об изменении №1009330Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.