ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაზე კონკურენტული გარემო. შესაბამისად, იგი პასუხისმგებელია სხვადასხვა მიმწოდებლებისათვის საცალო მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნასა და უზრუნველყოფაზე.
2.დაუშვებელია ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.
3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება და შესაბამის მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად.
4.აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის გაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის, სხვა სუბიექტის ბაზრიდან გაძევების ან/და ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით და სხვა არამართლზომიერი და კანონსაწინაარმდეგო ქმედებები.
Изменения, которые прошла эта статья
References Article 26 and concerns the right to appeal to the Commission and courts.
акт об изменении №5333574Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.