ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.ამ მუხლში მოცემული ნორმები ვრცელდება მხოლოდ იმ განაწილების ლიცენზიატზე, რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას.
2.განაწილების ლიცენზიატს მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობისას უფლება არა აქვს მოახდინოს საცალო მომხმარებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით მომსახურების პირობების ცვლილება (მათ შორის, ურთიერთშეთანხმებული ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილება). შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, ვალდებულია საცალო მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ კომისიის მიერ წინასწარ დამტკიცებული პირობებით (ამ თავში განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით).
3.თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული საცალო მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტ მომარაგებაზე, რაც გულისხმობს მის ვალდებულებას მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მომხმარებლების საუკეთესო პირობებით ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის.
4.თუ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონი, ეს წესები ან/და აღნიშნული კანონის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტი უშვებს მიმწოდებელსა და ამა თუ იმ სახის (კატეგორიის) მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასურის სახელშეკრულებო პირობებით განსაზღვრას, და თუ ამ ურთიერთობებზე არ დგინდება სამომხმარებლო ტარიფები, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობისას ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა ან შემცირება (მათ შორის, შეცვლილ გარემოებასთან მისადაგების მიზნით) განახორციელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოცხადების შემდეგ.
5.ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელმა ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა შეიძლება განახორციელოს საცალო მომხმარებელთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით შეტყობინებიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 2 თვის, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1 თვის შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოაშკარავებიდან არანაკლებ 2 თვის განმავლობაში, საცალო მომხმარებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საფასურის გაზრდამდე არსებული ფასით.
6.მომხმარებლის მიერ შეცვლილი გარემოებების ან პირობების მიღების (დათანხმების) მიზნით დაუშვებელია მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შეწყვეტით დამუქრება, ან/და სხვა ქმედებით მომხმარებლის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და აფიქრებინოს, რომ ამ მოთხოვნის მიუღებლობით მას ან მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ასეთი მოქმედების შედეგად მომხმარებლის თანხმობის მიუხედავად, თუ დადასტურდება ამ პუნქტით განსაზღვრული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს გადაანგარიშება და მომხმარებელს ზიანის კომპენსაციასთან ერთად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - შეცვლილ გარემოებამდე არსებული, ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით (მიუხედავად იმისა, წარმოებდა თუ არა მხარეებს შორის მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე სხვა საფასურით ანგარიშსწორება).
7.ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გადაანგარიშება უნდა მოხდეს ყველა იმ მომხმარებელთან მიმართებაში, რომელთა მიმართ განხორციელდა აღნიშნული პირობებისა და პროცედურების დარღვევა. თავი V მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები
Изменения, которые прошла эта статья
Limits the application of certain fees to new connections covered by specific regulations related to new customer connection costs.
акт об изменении №6048451Adds new paragraphs (12-16) to Article 27 outlining conditions related to connections made before January 1, 2025 under investment programs and allowing water suppliers to identify actual consumers and charge accordingly.
акт об изменении №5968248Excludes certain objects from the scope of Article 19.1 if their development plan was approved before its enactment.
акт об изменении №5548260Revised conditions for refusing supply, specifically regarding unpaid transmission/consumption costs. Focuses on clarifying existing rights, not introducing new ones.
акт об изменении №4755773Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.