Статья 12. საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი
1. საიდენტიფიკაციო ნომერი არის უნიკალური კოდი, რომელიც ენიჭება სუბიექტს რეგისტრაციასთან ერთად.
2. საიდენტიფიკაციო ნომერს წარმოადგენს: ა) ყველა სარეგისტრაციო სუბიექტისათვის, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული ცხრანიშნა ნომერი; ბ) ინდივიდუალური მეწარმისთვის – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი.
3. საიდენტიფიკაციო ნომერი უცვლელია და იგი უქმდება სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთად.
