1.სხდომის თავმჯდომარე ადგენს ბრალდებულის ვინაობას (სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი) და განუმარტავს მას უფლებებს, ბრალდების არსს, ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმსა და მაქსიმუმს, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის არსს. სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს ასევე განუმარტავს, რომ მისი ნებაა, ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს, როგორც . თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია, ასეთი განმარტება ეძლევა თითოეულ მათგანს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
