1.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მონაწილეობით: ა) არკვევს ბრალდებულის ვინაობას; ბ) არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა; გ) ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის საჩივრის (სარჩელის) შეტანის უფლებას; დ) ბრალდებულს აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახეს და ზომას; დ 1 ) ბრალდებულს აცნობებს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ; ე) არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; ვ) იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას; ზ) ბრალდებულისგან არკვევს, აქვს თუ არა რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით; თ) ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
