საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 274. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი
1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი; ბ) გადაწყვეტილება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (ნაწილი, ქვეპუნქტი), რომლის მიხედვითაც ბრალდებული მიჩნეულია დამნაშავედ; დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც ბრალდებულს დაენიშნა თითოეული დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა; ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი; ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის ვადის ჩათვლის შესახებ; ვ 1 ) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ, აგრეთვე სავალდებულო მკურნალობის ვადა; ზ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები; თ) ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა; ი) ქონების ჩამორთმევის და საპროცესო კონფისკაციის საკითხის გადაწყვეტა; ი 1 ) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ; კ) გადაწყვეტილება სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ; ლ) ( ამოღებულია – 28.10.2011, №5170 ); მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება, რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს ის.
