1.საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.
2.განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ საკასაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ იგი ამ სასამართლომ გადასცეს მხარეს.
3.სასამართლო საკასაციო საჩივრის ასლს არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარადგინოს საჩივრის შესაგებელი. მეორე მხარემ სასამართლოს შესაგებელი უნდა წარუდგინოს საჩივრის ასლის მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
4.კასატორს უფლება აქვს, სასამართლოსაგან მიიღოს საჩივრის შესაგებლის ასლი.
5.საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი სააპელაციო სასამართლოდან იგზავნება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.




