1.ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 1999 წლის 15 ნოემბრამდე მოამზადოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პროექტები.
2.არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
