საქართველოს კანონი „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“.
Статья 12. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები .
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს : ა ) საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისა და კოორდინირებული უწყებათაშორისი მუშაობის ერთიანი სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება ; ბ ) აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებების ერთიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა .
