1.მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას გაითვალისწინება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება მოიცავს: ა) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას; ბ) სტაჟირების გავლის შედეგების შეფასებას; გ) სემინარული მუშაობის შედეგების შეფასებას; დ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას; ე) სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასებას; ვ) სკოლის მასწავლებელთა შეფასებას; ზ) სტაჟირების გავლისას იუსტიციის მსმენელის მიერ შედგენილი წერილობითი ანგარიშისა და შესრულებული ნაშრომის შეფასებას; თ) იუსტიციის მსმენელის დისციპლინის შეფასებას.
2.დამოუკიდებელი საბჭო შეფასებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
3.დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების 1 ეგზემპლარი გადაეცემა იუსტიციის მსმენელს. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
