1.სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, თუ: ა) სადისციპლინო კოლეგიამ არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებებს და სწორად ვერ განსაზღვრა, ამ კანონის 75 1 მუხლით გათვალისწინებული რომელი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა მოსამართლემ. სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მოსამართლის ქმედება გადააკვალიფიციროს ამ კანონის 75 1 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დისციპლინურ გადაცდომაზე, ბრალეულად ცნოს მოსამართლე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვისაც, თუ ამას მოიცავს დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი გარემოებანი; ბ) სადისციპლინო კოლეგიამ გამოიყენა უკანონო, უსამართლო ან მიზანშეუწონელი დისციპლინური სახდელი/სახდელები ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია: ბ.ა) უცვლელად დატოვოს დისციპლინური სახდელი/სახდელები, მოუხსნას მოსამართლეს ან გამოიყენოს მის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.ბ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი/სახდელები და უცვლელად დატოვოს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.გ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი/სახდელები ან გამოიყენოს ამ კანონის 75 3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.დ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება შეცვალოს ნებისმიერი დისციპლინური სახდელით/სახდელებით.
2.თუ ერთდროულად არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები, სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის იურიდიული კვალიფიკაციის, მოსამართლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეცვლის და, შესაბამისად, ამ ნაწილში სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
