1.ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი, საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სტაჟის მოთხოვნის ფარგლებში, ინდივიდუალური შეფასების გარეშე, ბლანკეტურად გამორიცხავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ფორმით მოქმედ უწყებაში სპეციალობით მუშაობის სტაჟის გათვალისწინებას. არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2026 წლის პირველი ივლისიდან) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება №2/4/1532 – ვებგვერდი, 23.09.2025წ.
