1.ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია , თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა .
2.დაუშვებელია კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემების გაცემა და გავრცელება ან მათი არასტატისტიკური მიზნით გამოყენება , გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა .
3.ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისას სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით საიდენტიფიკაციო მონაცემების , მათ შორის , ასეთი მონაცემების შემცველი სტატისტიკური კვლევის ამსახველი კითხვარების განადგურება ან განცალკევებით შენახვა .



