Статья 59. სესხის გაცემის საფუძველი
1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემა და მისი კონტროლი ხორციელდება ამ თავით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად. სესხის გაცემასთან, სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლთან და სესხის დაფარვის შესრულებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კოდექსითა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
2. ამ თავის ნორმები არ ვრცელდება: ა) უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გასაცემ სესხებზე; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე გასაცემ სესხებზე; გ) ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემულ სესხებზე, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გაცემულ სესხზე, რომლის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი სამართლებრივი აქტით.
3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხი გაიცემა მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რომელშიც უნდა განისაზღვროს: ა) სესხის მიზნობრიობა; ბ) სესხის გაცემის წყარო (სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, საბიუჯეტო დაწესებულების ასიგნება ან/და სხვა); გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და გამონაკლისი შემთხვევა; დ) სესხის გამცემი, სესხის გამომყოფი, სესხის მიმღები, კონტროლის განმახორციელებელი და სესხის ხელშეკრულების მონაწილე სხვა მხარეები; ე) სესხის ოდენობა; ვ) სესხით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი; ზ) სესხით სარგებლობის და სესხის დაბრუნების ვადები.
4. განკარგულებით შესაძლებელია განისაზღვროს ასევე სხვა პირობები, რომლებიც აუცილებელია სესხის გაცემისა და დაბრუნებისათვის, მისი მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენებისათვის. საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1599 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5670 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
