1.სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების შესახებ მონაცემები აისახება რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სესხის გამცემი. სესხის გამცემი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს: ა) თვეში ერთხელ (თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით) – რეესტრში ასახულ ინფორმაციას; ბ) სესხის ხელშეკრულების, სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკის, ასევე მათში განხორციელებული ცვლილებების ასლებს. 1 1 . საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების ერთიან რეესტრს.
