1.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს შეუძლია დაამტკიცოს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისთვის.
