სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
Статья 11. კონტროლის გარემო
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისათვის დაწესებულების ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ შესაბამისი კონტროლის გარემოს ჩამოყალიბებასა და დახვეწას, რომელიც მოიცავს: ა) ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა პირად და პროფესიულ პატიოსნებას და ეთიკურ ღირებულებებს; ბ) მართვის პროცესებსა და მეთოდებს; გ) დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას; დ) ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც მოიცავს პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილებების განაწილებას, ასევე ანგარიშგების საფეხურების იერარქიულობას; ე) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკასა და პრაქტიკას; ვ) დაწესებულების თანამშრომელთა კომპეტენტურობას. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
