1. სუბიექტები იქმნება შემდეგ დაწესებულებებში: ა) საქართველოს სამინისტროებში; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებში; გ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომელთა ჩამონათვალს და რომლებშიც შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; დ) მუნიციპალიტეტის მერიაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მერიის დებულების საფუძველზე.
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
