სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
Статья 24^2. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა
1. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს სერტიფიცირების კანდიდატის მიერ სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას და შიდა აუდიტის სფეროში მუშაობის პრაქტიკის დადასტურებას.
2. ჰარმონიზაციის ცენტრი შეიმუშავებს შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელ სასწავლო კურსს.
3. სერტიფიცირების კანდიდატს უფლება აქვს, სასერტიფიკატო გამოცდა შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსის გავლის გარეშე ჩააბაროს.
4. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტორებსა და შიდა აუდიტორის თანამდებობაზე დასაქმების მსურველ კანდიდატებს.
5. საჯარო სექტორის შიდა აუდიტორის სერტიფიკატი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, თუ შიდა აუდიტორს უწყვეტი პროფესიული განვითარებით კვალიფიკაცია უნარჩუნდება და მისი საქმიანობა შეესაბამება შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსს.
6. საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულება მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023წ.
