1.უფლებები საჰაერო, წყლის და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც ისინი ეკუთვნის.
2.უფლებები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოთავსებულ ნივთებზე ექვემდებარება მისი საბოლოო დანიშნულების ადგილის სამართალს.
