საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Статья 53. თანხმობის პირობები
Редакция №6 Сверено с действующей редакцией · 15 дек. 2023 г.
ბავშვის და მასთან საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში მყოფი პირის მიერ თანხმობის მიცემის საკითხი შვილად აყვანაზე, აგრეთვე მამობის აღიარებასა და სახელის დარქმევაზე დამატებით ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალსაც, რომელსაც ეს ბავშვი განეკუთვნება. თუ ბავშვის ინტერესებისათვის აუცილებელია, ამ ქვეყნის სამართლის ნაცვლად გამოიყენება საქართველოს სამართალი.
