უკან ბლოგზე
Legaltechru

ციფრული და ჭკვიანი ხელშეკრულებების არსი და მათი თანაკვეთა

ციფრული ხელშეკრულება და ჭვკიანი ხელშეკრულება ერთმანეთს ჰკვეთს შემდეგ ასპექტებში: სახეობრივი მიმართება: ჭკვიანი ხელშეკრულება მიიჩნევა ელექტრონული ხელშეკრულების ნაირსახეობად. ის ტრადიციული შეთანხმების მსგავსია, ოღონდ სრულად გაციფრულებული ფორმით. სამართლებრივი ბუნება: ჭკვიანი ხელშეკრულებაც, ისევე როგორც სხვა ციფრული ხელშეკრულებები, თავსდება ელექტრონული დოკუმენტის განმარტებაში. იმისთვის, რომ ჭკვიანი ხელშეკრულება იყოს სამართლებრივად მბოჭავი, მან უნდა დააკმაყოფილოს ხელშეკრულების ნამდვილობისა და ფორმირების ზოგადი მოთხოვნები (მხარეთა ნება, ადეკვატური პირობები), რასაც მხოლოდ პროგრამული კოდი ვერ ჩაანაცვლებს. ფუნქციური თანაკვეთა: ციფრული ხელშეკრულების დადებისა და აღსრულების პროცესში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჭკვიანი ხელშეკრულება როგორც ტექნოლოგიური ინსტრუმენტი (მაგალითად, გადახდის ინსტრუმენტი რეგულარული გადარიცხვებისთვის. შესაძლებელია).

3 წუთი
ციფრული და ჭკვიანი ხელშეკრულებების არსი და მათი თანაკვეთა

1. ციფრული (ელექტრონული) ხელშეკრულება

ელექტრონული/ციფრული ხელშეკრულება არის ციფრული შინაარსობრივი მასალა (content), წარმოიშობა და მიეწოდება რა ელექტრონული ფორმით, იქმნება ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც გულისხმობს ელექტრონული ფორმით შენახულ შინაარსობრივ მასალას, იქნება ეს ტექსტი, ხმა, გამოსახულებითი (ვიზუალური) ან ხმოვანგამოსახულებითი (აუდიოვიზუალური) ჩანაწერი, ინფორმაცია ანდა მონაცემთა ერთობლიობა. იგი იდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და მისი ფორმირებისთვის გამოიყენება ხელშეკრულების ფორმირების ზოგადი წესები.

ელექტრონული/ციფრული ხელშეკრულების ძირითადი მახასიათებლებია:

· ფორმა: იქმნება ელექტრონული დოკუმენტის სახით, რაც გულისხმობს ელექტრონულად შენახულ ტექსტს, ხმას, ვიზუალურ/აუდიოვიზუალურ ჩანაწერს, ინფორმაციას ან მონაცემთა ერთობლიობას.

· დადების საშუალება: იდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და ეფუძნება ხელშეკრულების ფორმირების ზოგად წესებს.

· საგანი: შეიძლება იყოს როგორც ელექტრონული მომსახურება/პროდუქტი, ასევე ნებისმიერი სხვა მომსახურება, რომელიც მოიცავს ვალდებულებით ურთიერთობას მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის. ამასთან, თავად ციფრული ხელშეკრულებაც წარმოადგენს ციფრულ პროდუქტსა და მომსახურებას.

· დისტანციური ხასიათი: დისტანციურად დადებული ხელშეკრულება, სადაც მხარეები ფიზიკურად არ ესწრებიან ერთდროულად, არის ელექტრონული ხელშეკრულება.

დისტანციური ხელშეკრულებისგან განსხვავებით, ციფრული ხელშეკრულების არსებობისთვის მვნიშვნელოვანია ხელშეკრულების დადების ფორმა და არა პირობების შეთანხმების ფორმას, კერძოდ, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუქნტის  თანახმად, ხელშეკრულება დისტანციურ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, თუ მომხმარებელი და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო.

2. ჭკვიანი ხელშეკრულება (Smart Contract)

ჭკვიანი ხელშეკრულება ახალი ტიპის შეთანხმება, რომელშიც ციფრული სახითა წარმოდგენილი გარიგების პირობები კომპიუტერული კოდია. ჭკვიანი ხელშეკრულება ბიზნესებს შორის, ინდივიდებს შორის და მანქანებს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულება ავტომატურად სრულდება.  ჭკვიანი ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს ოპერაციულ და არაოპერაციულ პირობებს (პუნქტებს). აღნიშნულ პუნქტებში ჩაშენებულია განმაპირობებელი ლოგიკა (conditional logic), რომლის მიხედვით ხორციელდება ქმედებები კონკრეტულ დროსა და კონკრეტული ხდომილებით, იქნება ეს ფინანსურ ორგანიზაციაში გადახდის რიცხვისთვის კონკრეტული თანხის შეტანა განსაზღვრული მცოცავი საპროცენტო განაკვეთით თუ სხვა ფინანსური ოპერაციები. არაოპერაციულ პუნქტებს არ აქვს განმაპირობებელი ლოგიკა, თუმცა უკავშირდება მხარეთა შორის არსებულ ფართო სამართლებრივ ურთიერთობას: რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული, რომელი სასამართლო უნდა იყოს განსჯადი და ა.შ.

· არსი: ეს არის თვითაღსრულებადი პროგრამული კოდი, რომელშიც გარიგების პირობები წარმოდგენილია ციფრული სახით (კომპიუტერული კოდით). ნიკ საბოს განმარტებით, ეს არის „დაპირებათა ერთობლიობა“, რომელიც მოიცავს პროტოკოლებს ამ დაპირებების აღსასრულებლად.

· ავტომატიზაცია: მას ახასიათებს ვალდებულებების ავტომატური შესრულება წინასწარ განსაზღვრული პირობების (განმაპირობებელი ლოგიკა) დადგომისას, მხარეთა დამატებითი ქმედებების გარეშე.

· ტექნოლოგიური საფუძველი: ფუნქციონირებს განფენილი რეესტრის ტექნოლოგიების (DLT) (მაგ. ბლოკჩეინის) ბაზაზე, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებასა და უცვლელობას.

· სტრუქტურა: შეიძლება შეიცავდეს ოპერაციულ პუნქტებს (კოდში ჩაშენებული ლოგიკა კონკრეტული ქმედებებისთვის) და არაოპერაციულ პუნქტებს (სამართლებრივი ჩარჩო, მაგ. რომელი კანონი გამოიყენება).

  1. ურთიერთ თანაკვეთა

 ციფრული ხელშეკრულება და ჭვკიანი ხელშეკრულება ერთმანეთს ჰკვეთს შემდეგ ასპექტებში:

  1. სახეობრივი მიმართება: ჭკვიანი ხელშეკრულება მიიჩნევა ელექტრონული ხელშეკრულების ნაირსახეობად. ის ტრადიციული შეთანხმების მსგავსია, ოღონდ სრულად გაციფრულებული ფორმით.

  2. სამართლებრივი ბუნება: ჭკვიანი ხელშეკრულებაც, ისევე როგორც სხვა ციფრული ხელშეკრულებები, თავსდება ელექტრონული დოკუმენტის განმარტებაში. იმისთვის, რომ ჭკვიანი ხელშეკრულება იყოს სამართლებრივად მბოჭავი, მან უნდა დააკმაყოფილოს ხელშეკრულების ნამდვილობისა და ფორმირების ზოგადი მოთხოვნები (მხარეთა ნება, ადეკვატური პირობები), რასაც მხოლოდ პროგრამული კოდი ვერ ჩაანაცვლებს.

  3. ფუნქციური თანაკვეთა: ციფრული ხელშეკრულების დადებისა და აღსრულების პროცესში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჭკვიანი ხელშეკრულება როგორც ტექნოლოგიური ინსტრუმენტი (მაგალითად, გადახდის ინსტრუმენტი რეგულარული გადარიცხვებისთვის. შესაძლებელია).

 

Нужна профессиональная помощь?

Если вам нужна консультация или услуги квалифицированного специалиста по этой теме, вы можете:

Найти специалиста
Найдите подходящего эксперта
Или свяжитесь с нами:

მსგავსი სტატიები

Can Artificial Intelligence Be an Author?

Can Artificial Intelligence Be an Author?

The involvement of Artificial Intelligence (AI) can transcend the outcomes predetermined by a user; consequently, AI itself could be perceived as an author, given that modern AI possesses the capability to create works without human intervention. This theory is quite provocative, as it directly contradicts the standard definition of authorship, according to which an author is a natural person through whose intellectual-creative activity a work is produced. It is important to note that the primary-and perhaps only-advantage of machine authorship is that it aligns with the core logic of intellectual property rights, which dictates that the creator is the author.

Новые Концепции Цифрового Права: Большие Данные (Big Data), Комплексная Экосистема Больших Данных (BDCE) и Финтех  (FinTech)

Новые Концепции Цифрового Права: Большие Данные (Big Data), Комплексная Экосистема Больших Данных (BDCE) и Финтех (FinTech)

Правовое регулирование цифровой экономики требует понимания технологических основ, определяющих развитие финансового и делового секторов. Данный анализ выделяет четыре ключевых столпа для юристов: Большие данные (Big Data): значительные объемы разнородных цифровых данных, фактов и неограниченных действий, собираемых с высокой скоростью. Они характеризуются обработкой в реальном времени с помощью передовых аналитических алгоритмов. Комплексная экосистема больших данных (BDCE): ИТ-инфраструктура, состоящая из интегрированных систем сбора, хранения и использования данных. Она объединяет владельцев данных, облачных провайдеров и академические институты в единую инфраструктуру. Архитектура данных: компонент BDCE, определяющий способы обработки, хранения и интеграции данных для целей организации. Она служит концептуальной моделью для управления данными, контроля их жизненного цикла и обеспечения безопасности. Финтех и большие персональные данные: финансовые технологии используют большие данные, ИИ и технологии распределенного реестра (DLT) для предоставления услуг на базе платформ. Этот процесс генерирует «большие персональные данные» — личную информацию, созданную или обработанную внутри этих сложных экосистем.

The Intersection of Big Data and Market Competition in Georgia

The Intersection of Big Data and Market Competition in Georgia

In today's fast-moving digital economy, the lines between where we bank and where we shop, work, and live are becoming increasingly blurred. In Georgia, this evolution has reached a critical tipping point as the nation's two largest financial giants—TBC Group and Lion Finance Group PLC (formerly Bank of Georgia Group)—have successfully built sprawling "digital ecosystems" that touch almost every aspect of a citizen's daily life. From buying a car on MyAuto to managing a small business with Optimo, these platforms are no longer just apps; they have become the "gatekeepers" of the Georgian digital marketplace. While this integration offers undeniable convenience, it raises a profound structural question for our market: What happens when the people who hold our money also hold all of our data?