კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს კომერციული ბანკის/მიკრობანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა (აღნიშნულ პირთა შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს კომერციული ბანკის/მიკრობანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო); საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლის შემთხვევაში − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ანდა ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად საფინანსო სექტორის წარმომადგენლის სახელით აიღოს ვალდებულებები; ჰ 7 ) სესხის გამცემი სუბიექტი – ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება
