კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Article 1. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადმინისტრატორი – კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი, ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საბანკო საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს; ბ) ბანკის ფილიალი – ბანკის ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება საბანკო საქმიანობა ან მისი ნაწილი; გ) ბანკთან დაკავშირებული პირები – ბანკის ადმინისტრატორები, აქციონერები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, ან მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი; ე) განვითარებული ქვეყნები – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები; ვ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი – ახლონათესაურ კავშირში მყოფ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი, პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა ბანკისა, სხვა კომერციული ინტერესებით, აგრეთვე პარტნიორები (აქციონერები), რომელთა შორისაც ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ არსებობს აშკარა ან ფარული შეთანხმება, ნებისმიერი ფორმით; ზ) კომერციული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომ – ეროვნული ბანკი) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას; თ) კრედიტი – დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; ი) (ამოღებულია - 20.12.2019, №5682) ; კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზია – ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვა; კ 1 ) (ამოღებულია); კ 2 ) (ამოღებულია - 10.03.2017, №439) ; ლ) საბანკო საქმიანობა – ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის სახეობები; ლ 1 ) (ამოღებულია - 09.09.2022, №1802) ; ლ 2 ) საბანკო დღე − „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბანკო დღე; მ) საბლანკო კრედიტი – კრედიტი, რომელიც გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე; ნ) სავალო ინსტრუმენტი – ნებისმიერი მიმოქცევადი სავალო საბუთის და ამ საბუთის ეკვივალენტური სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტი, აგრეთვე ნებისმიერი მიმოქცევადი საბუთი, რომელიც იძლევა სხვა სავალო ინსტრუმენტის შეძენის უფლებას ხელმოწერის ან გაცვლის გზით; მიმოქცევად სავალო ინსტრუმენტს შეიძლება ჰქონდეს სერტიფიკატების ან საბუღალტრო ჩანაწერების ფორმა; ო) ტრასტი – ნდობითი ფუნქცია; პ) უცხოური სანდო ბანკი – განვითარებული ქვეყნის ბანკი, რომელსაც აქვს კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე მაღალი რეიტინგი. ეროვნული ბანკი ადგენს კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხას და თითოეული კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიხედვით განსაზღვრავს რეიტინგის დონეს; ჟ) ფაქტორინგი – სავაჭრო-საკომისიო ოპერაციის სახეობა, რომელიც შეხამებულია კლიენტის საბრუნავი კაპიტალის დაკრედიტებასთან, მოიცავს კლიენტის დებიტორული დავალიანების ინკასირებას, დაკრედიტებას და საკრედიტო და სავალუტო რისკის გარანტიებს; [ ჟ) ფაქტორინგი – „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] რ) ფიდუციარული ოპერაცია – ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი ან სატრასტო კომპანია აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და მისი ხარჯით (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად); მთელი რისკისათვის კლიენტი თავადაა პასუხისმგებელი, ხოლო ბანკი მიიღებს საკომისიოს; ს) ფინანსური ინსტიტუტები – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები; ტ) ფორფეტირება – საგარეო ვაჭრობის გარიგებების დროს ექსპორტის დაკრედიტება მიმწოდებლის მიერ ბრუნვის გარეშე კომერციული თამასუქების, სხვა სავალო ვალდებულებების შეძენის გზით; ამ ოპერაციის შესრულებისას გარანტია იმპორტიორი ქვეყნის ბანკი; უ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5682) ; ფ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია); ფ 1 ) სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ერთი ან ერთზე მეტი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია); ქ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად; ღ) სააქციო კაპიტალი – კომერციული ბანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა ბანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის; ყ) ნებადართული კაპიტალი – საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი; ყ 1 ) განთავსებული კაპიტალი − სამეწარმეო საზოგადოების მიერ განსაზღვრული ფულადი ოდენობა. განთავსებული კაპიტალი უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამის ტოლი, ხოლო თუ სამეწარმეო საზოგადოებას განთავსებული აქვს აგრეთვე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი უნდა აღემატებოდეს განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს. თუ სამეწარმეო საზოგადოებას (გარდა სააქციო საზოგადოებისა) განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით; შ) განაღდებული კაპიტალი – განთავსებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი; ჩ) გადახდისუუნარო ბანკი – ბანკი, რომლის აქტივები (განურჩევლად მათი ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა; ც) კონტროლი – საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 ან 50-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას; ძ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი; წ) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები; ჭ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ჭ 1 ) ახლო ნათესავი − „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავი; ხ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული კომერციული ბანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ კომერციულ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა; ხ 1 ) მნიშვნელოვანი გავლენა – საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი; ჯ) არაპირდაპირი მონაწილეობა (ფლობა) – იურიდიული პირის კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით; ჰ) გაჯანსაღების გეგმა − კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც სხვა ელემენტებთან ერთად მოიცავს მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების შექმნისას კომერციული ბანკის მიერ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელ ღონისძიებებს; ჰ 1 ) რეზოლუციის გეგმა − ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისთვის შემუშავებული გეგმა, რომელიც სხვა ელემენტებთან ერთად მოიცავს რეზოლუციის რეჟიმის ფარგლებში კომერციული ბანკის მიმართ სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებასა და სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ჰ 2 ) რეკაპიტალიზაცია − კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის მოცულობის გაზრდა; ჰ 3 ) კომერციული ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების ჩამოწერა − კომერციული ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების გაუქმება ან მათი ღირებულების შემცირება. საქართველო ს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I , № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1617 - სსმ I, №23 24.07.2002 წ., მუხ.108 საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1938 - სსმ I, №3 17.01.2003 წ., მუხ.19 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1924 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.234 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №880 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1802 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2603 − ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1461 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.
