შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მიუხედავად, პირი, რომელსაც აქვს მხედველობის, ფიზიკური შესაძლებლობის, აღქმის ან ბეჭდური ნაწარმოების კითხვისთვის საჭირო სხვა უნარის ისეთი დარღვევა, რომლის გამოც მას ბეჭდური ნაწარმოების სხვა პირის თანაბრად კითხვა არ შეუძლია. ბენეფიციარად არ მიიჩნევა პირი, რომელსაც ბეჭდური ნაწარმოების კითხვა მხედველობის გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი მარტივი დამხმარე საშუალების გამოყენებით შეუძლია. პირისთვის ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ან/და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ცნობის (ცნობის გაცემის/შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების საფუძვლის გათვალისწინებით) წარდგენის შემთხვევაში
