ორი ან ორზე მეტი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის: ც.ა) კავშირი წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 20 პროცენტის ან 20 პროცენტზე მეტის ფლობას პირდაპირ ან კონტროლის მეშვეობით; ც.ბ) კავშირი კონტროლის მეშვეობით; ც.გ) ერთსა და იმავე პირთან მუდმივი კავშირი კონტროლის მეშვეობით; ც.დ) კავშირი მნიშვნელოვანი წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობას ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მიუხედავად საწარმოს კაპიტალში წილის ან ხმის უფლების ოდენობისა; ც.ე) მჭიდრო ოჯახური კავშირი, მათ შორის, მეუღლეებს, და-ძმას, მშობელსა და შვილს, ბებიას ან პაპას და შვილიშვილს შორის
