იურიდიული პირი, რომელსაც უშუალოდ შეუძლია სისტემაში ტრანსფერორდერის გაცემა და რომელიც მიჩნეულია სისტემის მონაწილედ სისტემის წესების შესაბამისად. სისტემის მონაწილე შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საკლირინგო დაწესებულება, ფინანსური ინსტიტუტი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშსწორების აგენტი, სისტემის ოპერატორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან მისი სტრუქტურული ერთეული, სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანო ან საგადახდო სისტემა
