Closest in meaning — including in other laws
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) პირები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ან საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი და ძალაში შესული ჰუმანიტარული ან/და ტექნიკური დახმარების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას; გ) საქართველოს მოქალაქეების უცხოელი ოჯახის წევრები ვიზების გაფორმებისას; დ) ოფიციალური დელეგაციის წევრები საქართველოს ვიზების გაფორმებისას; ე) პირები საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაფორმებისას; ვ) საქართველოს საპატიო მოქალაქეები და საქართველოს საპატიო კონსულები საქართველოს ვიზების გაფორმებისას; ზ) პირები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას; თ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები; ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (საქართველოს მოქალაქეები), რომლებსაც შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ; კ) 18 წლამდე პირები ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ; ლ ) პირები საქართველოში ნეშტის გადმოსვენების ათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაციის ას და თარგმანის შესრულების ას; მ ) პირები ადგილსამყოფელ ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას ; ნ ) პირები საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას , საქართველოს შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის შემთხვევაში ; ო) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საქართველოს ინტერესთა სექციაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი დიპლომატიური თანამდებობის პირები, ადმინისტრაციული პერსონალი და მათი ოჯახის წევრები მათ მიმართ საკონსულო ფუნქციების შესრულებისას; პ ) პირები სხვადასხვა საკონსულო ფუნქციის შესრულების დროს გამოცემული აქტების გაფორმებისას საკონსულო თანამდებობის პირის ბრალეულობით დაშვებული შეცდომის გასწორების შემთხვევაში; ჟ) საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და საკონსულო დაწესებულებებში ნასამართლობის შესახებ ცნობების აღებისას; რ) პირები, რომლებზედაც გაიცემა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე.
2.საკონსულო მოსაკრებლის 50 პროცენტის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს შემდეგი მოქალაქეები: ა) იძულებით გადაადგილებულ პირებად – დევნილებად ცნობილნი; ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; გ) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა.
3.განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია პირი გათავისუფლდეს საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. საქართველოს 201 2 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2376 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4059 - ვებგვერდი, 29.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3612 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4143 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №854 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. მუხლი 5 1 . საკონსულო მოსაკრებლის უკან დაბრუნების წესი და შემთხვევები საკონსულო მოსაკრებლის უკან დაბრუნების წესი და შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4059 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
1. საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) პირები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ან საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი და ძალაში შესული ჰუმანიტარული ან/და ტექნიკური დახმარების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას; გ) საქართველოს მოქალაქეების უცხოელი ოჯახის წევრები ვიზების გაფორმებისას; დ) ოფიციალური დელეგაციის წევრები საქართველოს ვიზების გაფორმებისას; ე) პირები საქართველოს დიპლომატიური და სპეციალურისამსახურებრივი საქართველოს ვიზების გაფორმებისას; ვ) საქართველოს საპატიო მოქალაქეები და საქართველოს საპატიო კონსულები საქართველოს ვიზების გაფორმებისას; ზ) პირები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას; თ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები; ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები; კ) 18 წლამდე პირები ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ; ლ ) პირები საქართველოში ნეშტის გადმოსვენების ათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაციის ას და თარგმანის შესრულების ას; მ ) პირები ადგილსამყოფელ ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას ; ნ ) პირები საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას , საქართველოს შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის შემთხვევაში ; ო ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში , საკონსულო დაწესებულებებსა და საქართველოს ინტერესთა სექციაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი დიპლომატიური თანამდებობის პირ ები, ადმინისტრაციულ - ტექნიკური პერსონალი და მათი ოჯახის წევრები მათ მიმართ საკონსულო ფუნქციების შესრულებისას; პ ) პირები სხვადასხვა საკონსულო ფუნქციის შესრულების დროს გამოცემული აქტების გაფორმებისას საკონსულო თანამდებობის პირის ბრალეულობით დაშვებული შეცდომის გასწორების შემთხვევაში; ჟ) საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და საკონსულო დაწესებულებებში ნასამართლობის შესახებ ცნობების აღებისას; რ) პირები, რომლებზედაც გაიცემა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე.აღებისას. 2. საკონსულო მოსაკრებლის 50 პროცენტის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს შემდეგი მოქალაქეები: ა) იძულებით გადაადგილებულ პირებად – დევნილებად ცნობილნი; ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია პირი გათავისუფლდეს საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. საქართველოს 201 2 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2376 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4059 - ვებგვერდი, 29.07.2015წ. მუხლი 5 1 . საკონსულო მოსაკრებლის უკან დაბრუნების წესი და შემთხვევები საკონსულო მოსაკრებლის უკან დაბრუნების წესი და შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4059 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
The amendments this article has been through
The criteria for exempting individuals with disabilities from consular fees are now specifically linked to disability arising from combat actions defending Georgian territory.
amending act №6538071Exemption from consular fees now explicitly includes diplomats, administrative personnel, and their families on rotation assignments at Georgian embassies/consulates abroad when receiving consular services.
amending act №4410215The definition of individuals exempt from consular fees now explicitly includes war and defense forces veterans, *excluding* those already covered by subparagraphs 'th' and 'i' of paragraph 1 of this article.
amending act №4346268Exemptions from consular fees are expanded to include individuals receiving diplomatic or special visas, and those obtaining return certificates through the readmission management system of a foreign country.
amending act №2921487Adds an exemption for Georgian citizens and residents requesting criminal record checks abroad and updates language regarding veteran exemptions.
amending act №2345656These lawyers work in the legal area related to this article.