საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 10 აპრილის კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 133^1. (ამოღებულია)
Compare versions
1. სსზ-ის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირის მიერ (გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები კომპენსაცია (დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში − დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ იბეგრება 3-პროცენტიანი განაკვეთით. 2. ( ამოღებულია – 10.04.2012, №6015) . 3. პირის მიერ სსზ-ის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა ამ მუხლის შესაბამისად, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. 4. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 10 აპრილის კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
