საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ . საქართველოს 201 2 წლის 10 აპრილის კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 26. (ამოღებულია)
Compare versions
1. სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომ − სსზ) სტატუსი საკუთარი ინიციატივით შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას ეწევა. 2. ვაჭრობის ორგანიზება არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის გაქირავება. 3. ( ამოღებულია – 10.04.2012, №6015) . 4. პირი სსზ-ის სტატუსის მიღების შემთხვევაში სსზ-ის სტატუსის მიღების მომდევნო წლის 1 იანვრიდან ვალდებულია: ა) უზრუნველყოს სსზ-ის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მოძრაობის აღრიცხვა; ბ) ამ კოდექსის 133 1 მუხლის შესაბამისად გადაიხადოს სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი/მოგების გადასახადი სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში; გ) სსზ-ში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება და სსზ-ში რეალიზებულ საქონელზე მომხმარებელთან ანგარიშსწორება უზრუნველყოს ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტების მეშვეობით. 5. ( ამოღებულია – 10.04.2012, №6015) . 6. სსზ-ში სავაჭრო ობიექტის დამქირავებელ იურიდიულ პირს, რომელიც საქონლის რეალიზაციას ახორციელებს სტაციონარული სავაჭრო ობიექტის მეშვეობით, უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეასრულოს საგადასახადო ანგარიშგება და საგადასახადო ვალდებულება. 7. სსზ-ის ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . 8. (ამოღებულია - 23.12.2017, №1935) . საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ . საქართველოს 201 2 წლის 10 აპრილის კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
