1.ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი უნდა ითქვას, თუ: ა) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), თან არ ახლავს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან/და გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც იუსტიციის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ ნორმატიულ აქტს არ ახლავს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გაცემული ხელახალი დადებითი დასკვნა. ბ) ნორმატიული აქტი გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და 23 1 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
