1.ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გამოქვეყნდეს ამ კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ან კოლეგიური ვებგვერდზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
1.ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გამოქვეყნდეს ამ კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ან კოლეგიური ვებგვერდზე.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.
3.ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობაში აღინიშნება: ა) იმ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ვადა; გ) იმ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მისამართი, რომელშიც შესაძლებელია მოსაზრებების წარდგენა; დ) მოსაზრებების წარდგენის ვადა.
4.თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა და კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია საკუთარი ვებგვერდი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს მხოლოდ ცნობა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ცნობაში აღინიშნება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება და მოკლე შინაარსი. საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1886 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.208
Describe your situation — we'll help you find the right specialist.