1.თუ წარმოიშვა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარების საჭიროება და , ამასთანავე , არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი , გამომძიებელი , პროკურორი ან მოსამართლე ( სასამართლო ) უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს პროკურატურას .
2.საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
4.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რათა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს დაესწრონ საქართველოს უფლებამოსილი წარმომადგენლები.
5.უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა .
6.სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული ნებისმიერი ქონება ან დოკუმენტის ორიგინალი საჭიროების გასვლის შემდეგ , დაუყოვნებლივ უბრუნდება უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ეს სახელმწიფო უარს აცხადებს მის დაბრუნებაზე .
7.დაუშვებელია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ინფორმაციისა და სხვა მასალის გამოყენება სხვა მიზნებისთვის , გარდა იმ მიზნებისა , რომლებიც მითითებული იყო შესაბამის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში .
8.ამ მუხლის მე -7 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და სხვა მასალა სხვა მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში , რის შესახებაც იგზავნება დამატებითი შუამდგომლობა .
9.უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების ამ თავით დადგენილი წესის მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასევე შესაძლებელია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება.
10.უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე ასევე დასაშვებია ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის მოპოვება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიზნებისთვის გამოყენება. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
