ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ვირტუალური ზონა – ვირტუალური ზონის პირი ან ამ პირთა ერთობლიობა; ბ)ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი; გ) საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.
საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ
Article 2. ტერმინთა განმარტება
Consolidation №1 Verified against the current consolidation · 27 Mar 2012

