1.თუ „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელიც სელექციონერის უფლებით დაცულია სხვა ქვეყანაში, ცხოველის ეს ჯიში საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას არ ექვემდებარება. ასეთ ჯიშზე შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, სელექციონერის უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი წარედგინება „საქპატენტს“ განაცხადთან ერთად ან განაცხადის შეტანის დღიდან 2 თვის ვადაში. ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.
2.თუ „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელიც სელექციონერის უფლებით დაცულია კავშირის წევრ სხვა ქვეყანაში, მცენარის ეს ჯიში საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას არ ექვემდებარება. ასეთ ჯიშზე შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, სელექციონერის უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი წარედგინება „საქპატენტს“ განაცხადთან ერთად ან განაცხადის შეტანის დღიდან 2 თვის ვადაში. ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.
