1.განაცხადის „საქპატენტში“ შეტანა ხდება უშუალოდ ავტორის ან მისი უფლებამონაცვლის (შემდგომში – განმცხადებლის) ან მათი წარმომადგენლის მიერ.
ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ
ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ
1.განაცხადის „საქპატენტში“ შეტანა ხდება უშუალოდ ავტორის ან მისი უფლებამონაცვლის (შემდგომში – განმცხადებლის) ან მათი წარმომადგენლის მიერ.
Closest in meaning — including in other laws
ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.უცხო ქვეყნის პირები ან მათი წარმომადგენლები „საქპატენტთან“ ურთიერთობას წარმართავენ „საქართველოს საპატენტო კანონის“ 65-ე მუხლის შესაბამისად.
3.განაცხადი უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ ტოპოლოგიას.
4.განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) დადგენილი წესით შედგენილ განცხადებას ტოპოლოგიის რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: განმცხადებლის სრული სახელი (სახელწოდება), მისამართი და მიმოწერის მისამართი, ან წარმომადგენლის სრული სახელი და მისამართი, თუ განაცხადის შეტანა ხდება წარმომადგენლის მიერ; ბ) ტოპოლოგიის სრულად ამსახველ მასალებს, რეფერატის ჩათვლით; გ) განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; დ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადის შეტანა ხდება წარმომადგენლის მიერ.
5.განაცხადი „საქპატენტში“ შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია განცხადება ტოპოლოგიის რეგისტრაციის თაობაზე და ტოპოლოგიის სრულად ამსახველი მასალები, რეფერატის ჩათვლით.
These lawyers work in the legal area related to this article.