1.მცენარის ჯიში ითვლება სხვა მცენარის ჯიშისაგან არსებითად წარმოებულად, თუ იგი: ა) უპირატესად წარმოებულია საწყისი ჯიშისაგან ან იმ ჯიშისაგან, რომელიც თვითონ არის წარმოებული საწყისი ჯიშისაგან და ინარჩუნებს არსებითი ნიშნების გამოხატულებას, რაც საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციის შედეგია; ბ) საწყისი ჯიშისაგან განსხვავდება გარეგნული ნიშნებით, გარდა გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი განსხვავებებისა, და საწყის ჯიშს შეესაბამება ძირითადი ნიშნების გამოვლენით, რაც საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციის შედეგია.
2.არსებითად წარმოებული ჯიში შეიძლება მიღებულ იქნეს: ბუნებრივი ან ინდუცირებული მუტანტის ან თვითკლონური ვარიანტის გამორჩევით, ან მცენარის გამორჩევით საწყისი ჯიშის მცენარისგან, უკუშეჯვარებით ან გენური ინჟინერიით გარდაქმნის მეთოდით.
