Article 36. საქონლის წარმოშობა
1. საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
2. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს არაპრეფერენციული ან პრეფერენციული.
