1.ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს სელექციონერს.
2.რამდენიმე ფიზიკური პირის ერთობლივი ინტელექტუალური შემოქმედების შედეგად გამოვლენილი და გაუმჯობესებული ან გამოყვანილი ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა სელექციონერს ერთად, ისე ცალკეულ მათგანს რეგისტრაციასა და მოწმობის მიღებაზე დანარჩენი სელექციონერების წერილობითი უარის შემთხვევაში.
